თეგი: ნედ პრაისი

ნედ პრაისი: პრინციპები, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს, საქართველოში შეჭრით დაარღვია, იგივე პრინციპებია, რასაც რუსეთი დღეს უკრაინაში არღვევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის პოზიციას ეხებოდა. ასევე - განცხადებებს, რომ სანქციები ეფექტიანი არ არის. „მთავარი არხის“ შეკითხვა ასევე ეხებოდა უკრინის პრეზიდენტის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას. „რა პოტენციური შედეგი შეიძლება, მოჰყვეს რუსეთის აგრესიას, ძალიან ცოტა ქვეყანას ესმის ისე, როგორც ეს ესმით საქართველოში. ეს ქვეყანა თავად გახდა ომის მსხვერპლი 2008 წელს. ბევრ ქართველს ძალიან მკაფიოდ ახსოვს ეს ყველაფერი. შემიძლია, მხოლოდ წარმოვიდგინო, რომ ქართველები, მათ შორის მთავრობის წევრები სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ. ბოლო პერიოდში ვიხილეთ ერთგვარად მოულოდნელად ძლიერი ერთობა, მაგალითად, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 141-მა ქვეყანამ მთელ მსოფლიოში, დაგმო ეს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი, უსამართლო ომი უკრაინის წინააღმდეგ. 141 ქვეყანაში შედიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც გაეროში იშვიათად გამოხატავენ მხარდაჭერას, 2014 წელს როდესაც უკრაინას დაესხა თავს უკრაინას, 100-მა ქვეყანამ დაგმო ეს, 2016 წელს, როდესაც რუსული ძალები ბომბავდნენ სირიის ქალაქ ალეპოს, რეზოლუციას 121-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. ის ფაქტი, რომ მსოფლიოს 141 ქვეყანა დგას ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მიანიშნებს იმაზე, რომ ერთ პოზიციაზე ვდგავართ. რაც შეეხება სანქციების ეფექტიანობას, მათი ეფექტიანობა ეჭვს არ იწვევს, ნებისმიერი მონაცემები ადასტურებს, რამდენად მძიმე ტვირთია ეს რუსეთის ეკონომიკისთვის, თუნდაც, ის შეგვიძლია, მოვიყვანოთ, რომ რუბლი აბსოლუტურად კარგავს ღირებულებას, ინფლაცია იზრდება, კომპანიების აქციების ფასი ეცემა, საფონდო ბირჟა დახურულია რამდენიმე დღეა და ეს ხდება სავარაუდოდ იმიტომ, რომ ქვეყნიდან კაპიტალის გადინება აირიდონ. საკამათოც კი არ არის, სანქციებს დიდი გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე და ეს არის საკმაოდ მძიმე ზომები“, - განაცხადა ნედ პრაისმა.  მისივე თქმით, ის პრინციპები, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს, საქართველოში შეჭრით დაარღვია, იგივე პრინციპებია, რომლებსაც რუსეთი დღესაც არღვევს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვიცავთ იდეას, რომ საზღვრები ხელუხლებელი უნდა დარჩეს და მსხვილმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაჩაგრონ მცირე ერები; იდეას, რომ ძალა არ უდრის უფლებას; იქნება ეს ევროპაში თუ წყნარი ოკეანის რეგიონში, ჩვენ, ყველგან ამ პრინციპებს ვიცავთ და უკრაინის გვერდით ვდგავართ“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.  

ჩინეთს აქვს უნიკალური ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც მას შეუძლია, გამოიყენოს ომის დასასრულებლად, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ამ კომენტარს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის შეხვედრა ჩინელ დიპლომატთან. „რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა „განსხვავდება იმ ურთიერთობებისგან, რომლებიც ჩვენ, ან პლანეტის ნებისმიერ სხვა ქვეყანას გვაქვს რუსეთთან“, - განუცხადა ნედ პრაისმა ჟურნალისტებს. „ამის გათვალისწინებით, [ჩინეთს] უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე, ალბათ, ბევრ სხვა ქვეყანას, რათა ბოლო მოეღოს ამ უაზრო ძალადობას, ამ სისასტიკეს, პუტინის წინასწარ განსაზღვრულ ომს“, - დაამატა ნედ პრაისმა. კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა მიმართა ჩინეთს ეკონომიკური და სამხედრო დახმარებისთვის უკრაინაში მისი ომის ძალების გასაძლიერებლად. რუსეთმა და ჩინეთმა უარყვეს ეს ინფორმაცია. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს

ნედ პრაისი: აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს. ამის შესახებ Reuters წერს.  მისივე თქმით, ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და [ე.წ.] სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.   „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს შემადგენელი ნაწილების ოკუპაციას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რაც მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდელ პოზიციებზე. არც დე ფაქტო მთავრობას და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები [ე.წ] სამხრეთ ოსეთის მომავლის შესახებ, რომელიც არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ისევე როგოც აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურ დაკავებას და ანექსიის მცდელობას 2014 წელს, ასევე არ ვაღიარებთ კრემლის ცინიკურ მცდელობას, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რაც წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვიცირებულ შეჭრას. ასევე ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა. 30 მარტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს.  დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს,  ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრისა და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ასევე წაიკითხეთ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

ნედ პრაისი: ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას - მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.  მისი თქმით, ის იმ პოზიციაში არ არის, რომ ამ საკითხზე ისაუბროს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას.  „ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის აღსანიშნავია გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრები, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ეს კონტაქტი გვექნება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა. მისი თქმით, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს რას ნიშნავს რუსეთის აგრესია.  დღეს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.  დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.  მისი თქმით ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია.  ასევე წაიკითხეთ ვერეშუკი: ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, იარაღი კონტრაბანდის გზით შევიდეს რუსეთში ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე: ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა

სახელმწიფო დეპარტამენტი: ბაიდენის ადმინისტრაციას ვერაფერი შეუქმნის დაბრკოლებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „არაფერი გადაარწმუნებს“ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმისგან, რომ განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა. ამის შესახებ პრაისმა ნედ პრაისმა ისაუბრა, როდესაც ჰკითხეს შეერთებულ შტატების მიმართ რუსეთის გზავნილის შესახებ,  არ გააგრძელოს უკრაინის შეიარაღება. ნედ პრაისის თქმით, კრემლს „არ უნდა გაუკვირდეს“ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ აიღო უკრაინის მხარდასაჭერად ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრის დაწყებამდე. „თუ კრემლის ბრალდება არის ის, რომ აშშ და ჩვენი პარტნიორები მთელ მსოფლიოში უწევენ მილიარდობით დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარებას ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს, ზუსტად იმ დახმარებას, რასაც ჩვენი უკრაინელი პარტნიორები იყენებენ, მაშინ ჩვენ „დამნაშავეები“ ვართ. სწორედ უსაფრთხოების დახმარებამ აჩვენა არაჩვეულებრივი ეფექტი რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთმა აშშ გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის შეიარაღების გაგრძელებას არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება. CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორი დღის წინ დაანონსებული ახალი 800 მილიონიანი დახმარების პაკეტიდან იარაღისა და აღჭურვილობის პირველი ტრანში უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა. აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 7 აპრილს განაცხადა. 30 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა - CNN

ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინაში ბოლო დღეებში კიდევ უფრო მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა „ახორციელებს ტერორის კამპანიას“ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამის შესახებ CNN წერს, რომლის ცნობით, ნედ პრაისმა უპასუხა შეკითხვას რუსეთის ბოლოდროინდელი დარტყმების შესახებ უკრაინაში, ლვოვში. „ფაქტია, რომ რუსეთი ახორციელებს ტერორის კამპანიას, სისასტიკის კამპანიას, საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინის ხალხის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, რაც ვნახეთ ბოლო საათებში, ლვოვზე დარტყმების, კიევის გარეუბანში დარტყმების თვალსაზრისით, ან ის, რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა, მარიუპოლი, ხარკოვი და რისი მოწმეც გავხდით ბუჩაში, ნათლად მიანიშნებს, და მოწმობს სისასტიკეს, ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები აწარმოებენ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნედ პრაისმა. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე ლვოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს

ნედ პრაისი უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა BBC-ს, უკრაინაში მიმდინარე ომის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განუცხადა, რომ ეს იქნება უკრაინის გამარჯვება. ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული დამარცხება. „ეს იქნება უკრაინის გამარჯვება, ეს იქნება რუსეთის სტრატეგიული დამარცხება”, - განაცხადა ზელენსკიმ. შეკითხვას, აწვდიდნენ თუ არა აშშ და მისი მოკავშირეები საკმარის მძიმე იარაღს უკრაინას, პრაისმა უპასუხა: „რაც ჩვენ გავაკეთეთ არის ის, რაც ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სჭირდებათ რუსული აგრესიის თავიდან ასაცილებლად“. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ სურვილს, საქართველო იყოს თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს NATO-კენ. ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ სურვილს, საქართველო იყოს თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო „ჩვენ მივიჩნევთ, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ გარე ძალას არ უნდა შეეძლოს და არ უნდა დაადოს ვეტო რომელიმე ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ალიანსის წევრი. გაწევრიანების პროცესს ალიანსი ზედამხედველობს. ეს ალიანსის გადაწყვეტილება იქნება. გაწერილია კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. საქართველო უკვე არის NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ თანმიდევრულად ვუდგავართ გვერდით საქართველოსა და ქართველ ხალხს მათ სურვილში, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. წლების განმავლობაში, ჩვენ განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. ეს ის ხედვაა, რომელსაც ბევრი მუშაობა, მოთმინება და მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ამიტომაც, ჩვენ გამოვყავით თითქმის 6 მილიარდი დოლარი საქართველოსთვის დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი. ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განვითარებაში. ასევე არის ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მათ მისწრაფებებსა და ამბიციებთან დაკავშირებით და დავიცავთ იმას, რასაც მიაღწიეს“, - განაცხადა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.  

ნედ პრაისი: საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი ვართ, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის საშუალებით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. ეს დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, საპასუხოდ ჩვენ დემონსტრირებას ვახდენთ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმით, რაც მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ეფექტური ამ მდგომარეობის წინაშე, რუსული აგრესიის ამ საშინელი შემთხვევის წინააღმდეგ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები არ შეეგუებიან ამ ტიპის ქმედებებს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.  ასევე წაიკითხეთ: ნედ პრაისი: აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს ნედ პრაისი: ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას - მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე  

ნედ პრაისი: ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ეხება

ვაშინგტონი ყოველთვის კავშირზეა რეგიონში თავის პარტნიორებთან, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ეხება, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის კავშირზე ვართ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი საელჩოს, დეპარტამენტის საშუალებით. ეს, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს კოლეგებს თბილისში. ეს დისკუსიები გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმირ პუტინს შესაძლოა, ჰქონდეს მისწრაფებები აგრესიისკენ რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ვფიქრობ, საპასუხოდ ჩვენ დემონსტრირებას ვახდენთ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმით, რაც მათ სჭირდებათ, რომ იყვნენ ეფექტური ამ მდგომარეობის წინაშე, რუსული აგრესიის ამ საშინელი შემთხვევის წინააღმდეგ. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები არ შეეგუებიან ამ ტიპის ქმედებებს“, – განაცხადა ნედ პრაისმა. ნედ პრაისი: საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან  ასევე წაიკითხეთ: ნედ პრაისი: აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს ნედ პრაისი: ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას - მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე  

ნედ პრაისი: NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება

NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება, -  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. „ვიდრე ვლადიმერ პუტინი ამ ომის წამოწყებას აირჩევდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე წარმოადგინა და იყო კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული დისკუსიები, რომელიც მიგვაჩნდა, რომ ნებისმიერი მათგანი ხელს შეუწყობს ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას, ესაა აშშ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და ასევე მოსკოვის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრას. რა თქმა უნდა, რუსეთმა უარი თქვა ამაზე. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატო-ს ღია კარი, ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა პრაისმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ:   ნედ პრაისი: აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ  

ნედ პრაისი: ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან, მსოფლიოში

„ჩვენს ქართველ პარტნიორებთან საუბრისას საკმაოდ მკაფიო და გულწრფელები ვართ დემოკრატიის იმ საყრდენების გაძლიერების განგრძობადი საჭიროების შესახებ, რომლებიც გვინდა, ვიხილოთ საქართველოში, რაც მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, კანონის უზენაესობას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ნედ პრაისმა განაცხადა. კითხვა შეეხებოდა „მთავარი არხის“ დირექტორის დაკავებას. „ჩვენს ქართველ პარტნიორებთან საუბრისას საკმაოდ მკაფიო და გულწრფელები ვართ დემოკრატიის იმ საყრდენების გაძლიერების განგრძობადი საჭიროების შესახებ, რომლებიც გვინდა, ვიხილოთ საქართველოში, რაც მოიცავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, კანონის უზენაესობას. უჭერენ რა მხარს დემოკრატიულ, წარმატებულ ევროატლანტიკურ მომავალს, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან პარტნიორობას. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, თქვენ ჩვენგან მუდმივად გესმით თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარდაუვალ როლზე მსოფლიოში. გასულ წლებში, უამრავი ჟურნალისტი გახდა დაშინების, რეპრესიების მსხვერპლი, მათი მუშაობა ჩაახშეს, უამრავი მათგანი ტრაგიკულად მოკლეს. ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან", - განაცხადა ნედ პრაისმა. 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.

ნედ პრაისის თქმით, აშშ საქართველოს მისწრაფებების განხორციელების მიზნით, ქართველ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს

საქართველოს მისწრაფებების ერთ ღამეში, ერთ წელიწადში, ან ერთი ათწლეულის განმავლობაში განხორციელება შეუძლებელია. შტატები ამ მიმართულებით მხარდაჭერას განაგრძობს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეფორმების განხორციელების გზაზე საქართველოს მძიმე სამუშაო აქვს შესასრულებელი. „საქართველოს ჩვენ, სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს კარგი შესაძლებლობები აქვს, რათა წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, რათა გადადგას გარკვეული ნაბიჯები წინ. რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებების ერთ ღამეში, ერთ წელიწადში, ან ერთი ათწლეულის განმავლობაში განხორციელება შეუძლებელია. ამას მძიმე შრომა, მოთმინება, მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა და საქართველოს მხარდაჭერა ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.  

რუსეთი უკრაინის ახლად მიტაცებულ ტერიტორიებზე მარიონეტული მთავრობების ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს, მოსახლეობა უარს ამბობს თანამშრომლობაზე - ნედ პრაისი

შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მოახდინოს კონტროლის ინსტიტუციონალიზაცია უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, ხერსონის რეგიონში“, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. „ეს რუსული თამაშის წესების პროგნოზირებადი ნაწილია, რის გამოც ჩვენ განგაშის სიგნალს ვაგრძელებთ, განსაკუთრებით, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ცალმხრივი განკარგულების შემდეგ, რომელიც უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გაცემას დააჩქარებს. რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა დონეცკსა და ლუგანსკში 2019 წელს“, - განაცხადა პრაისმა. „რუსეთი უკრაინის ახლად მიტაცებულ ტერიტორიებზე მარიონეტული მთავრობებისთვის ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს, რადგან პროტესტი გრძელდება და მოსახლეობა უარს ამბობს თანამშრომლობაზე“, - დაამატა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, კრემლი, ალბათ, თვლის, რომ ხერსონის იძულებით დაკავება რუსეთს მისცემს სახმელეთო ხიდს ყირიმთან, ასევე, მოიპოვებს რაღაც ე.წ. გამარჯვებას და ეცდება, პუტინის მიერ არჩეული ომის გამართლებას რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისთვის ბრძოლაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ - გენშტაბი ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ქალაქ ხერსონთან და სამხედროები წინ მიიწევენ ხარკოვის რეგიონის ნაწილებში. მისივე თქმით, რუსეთის არმიას კვლავ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აღჭურვილობისა და პერსონალის მხრივ, თუმცა ამის მიუხედავად, უკრაინის დამცველები უაღრეს გამბედაობას იჩენენ და ფრონტზე სიტუაციის ოსტატებად რჩებიან.

ნედ პრაისი: როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს

ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დავით ზალკალიანი: დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იდგა და დგას ჩვენ გვერდით ასევე ნედ პრასმა აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის EU-ს მხრიდან კანდიდატის შესაძლო სტატუსის მინიჭების საკითხი მხოლოდ ამ სუბიექტებს ეხებათ და მათი გადასაწყვეტია. „ეს საკითხი აღნიშნულ სამ ქვეყნასა და ევროკავშირს ეხება. თუმცა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს. ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვიდექით ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე და განვაგრძობთ ამ გზაზე მათ გვერდით დგომას“, – განაცხადა ნედ პრაისმა. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.  

ნედ პრაისი: მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან, შეერთებული შტატები მხარს უჭერს. ნედ პრაისის განცხადებით, ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ თავიანთ სურვილს, უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ დასავლეთთან. „აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარების კუთხით. მომავალშიც მათ გვერდით ვიქნებით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.

ნედ პრაისი: საქართველოსთვის დახმარების სახით თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოვყავით, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისთვის

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის ძალისხმევას მრავალი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა გკითხოთ იმ განცხადებებზე, რომლებიც ისმის საქართველოში. საუბარია, რომ უსამართლო სანქციები დაწესდა კონკრეტული მოსამართლის [ლაშა ჩხიკვაძე] მიმართ, რომელიც თავის მხრივ, მოსამართლემაც დაადასტურა. ამ საკითხმა გაურკვევლობა გამოიწვია საქართველოში. ნამდვილად დაუწესდა თუ არა სანქცია ამ მოსამართლეს, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ საკითხზე? ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ქართველმა ჟურნალისტმა. „არ ჩავერთვებოდი ამ საკითხზე საუბარში. ამ კონკრეტულ საქმეს ახლა არ ვიცნობ, თუმცა თუ რამე კონკრეტული შეგვიძლია, მოგვიანებით შემოგთავაზოთ. უფრო ფართოდ რომ განვიხილოთ, როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის ძალისხმევას მრავალი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. დემოკრატიის მშენებლობა არასოდეს დასრულებულა. ეს ასეა ამ ქვეყანაში ისევე, როგორც სხვაგან, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ შეგვესრულებინა ჩვენი წვლილი შეგვექმნა და განემტკიცებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, ინსტიტუტები, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას, სხვა ძირითად დემოკრატიულ პრინციპებთან ერთად. დემოკრატიის მშენებლობა არასდროს სრულდება - როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. ჩვენ შევეცადეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და განმტკიცებაში - ინსტიტუტების, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას და სხვა ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს. ჩვენ გამოვყავით თითქმის 6 მილიარდი დოლარი დახმარების სახით საქართველოსთვის, მათ შორის, სწორედ ამ მიზნებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ უსაფრთხოების სექტორში. ჩვენ გავაგზავნეთ 1 000 ადამიანი შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლის პროგრამის ფარგლებში და ხელი შევუწყვეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, ისევე, როგორც ბევრ სხვა ინიციატივას. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ამასთან დაკავშირებით, დაგიბრუნდებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

ნედ პრაისი: აშშ განაგრძობს მშვიდობიანი მცდელობების მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია

აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაგრძობს მშვიდობიანი მცდელობების მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.  ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. „30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე და ეს უცვლელი რჩება. დღეს აშშ მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში რაც შეიძლება მალე დაასრულოს და უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია", - განაცხადა ნედ პრაისმა. წაიკითხეთ ვრცლად: ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს

ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს

შეერთებული შტატები საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისმა ბრიფინგი ხსენებული თემით, შეკითხვების დასმამდე დაიწყო.  სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და აშშ მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ამ მისწრაფებას, თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას. „ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მათ ამ მისწრაფებას. თუმცა ბოლო დროს საქართველოს ზოგიერთი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან ყურადღების გადატანას. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულნი არიან, რომ იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და მხარი დაუჭირონ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ განვაგრძობთ ფოკუსირებას საერთო მიზნების მხარდაჭერაზე. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება. დღეს შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში რაც შეიძლება მალე დაასრულოს და უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ განვაგრძობთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია", - განაცხადა ნედ პრაისმა. შეკითხვას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს შეერთებული შტატები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ საქართველომ თავისი წილი ვალდებულება უნდა შეასრულოს. აშშ მხარს უჭერს საქართველოში რეფორმებს და ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. ნედ პრაისის თქმით, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ ყველა მხარესთან უნდა იმუშაოს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ევროკავშირის მხარე. არის გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც თავად საქართველომ უნდა გადადგას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და ის უზრუნველყოფს საქართველოს გზის გაგრძელებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.მან გადადგა ნაბიჯი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების აღიარებისკენ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან - ქართველ პარტნიორებთან, ახორციელებენ რა ისინი აუცილებელ რეფორმებს და რეფორმებს, რომლისკენაც ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვჯერა, რომ გზა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ არის ნათელი, რეალური, მიღწევადი და ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელიც მას მიეცა, გააგრძელოს ეს გზა, იმუშაოს დაინტერესებულ მხარეებთან და ქართული საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან ერთად შეასრულოს ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის ელჩზე თავდასხმა არ ყოფილა, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც თავად აკეთებს, მმართველ პარტიას გადააბრალოს

"ამერიკის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირის მხრიდან არასოდეს ყოფილა არანაირი თავდასხმა - ჩვენ თავდასხმები და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ თვითონ, გადააბრალონ მმართველ პარტიას", - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა. ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს "ამერიკის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალურ პირის მხრიდან არასოდეს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი გამორიცხულია მომავალშიც. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გვაქვს ათწლეულების განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობები და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ფასეული. თუ ჩვენ თავდასხმები და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამას არაერთი შეფასება მოჰყვა. ყველას კარგად გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რა შეფასებებს აკეთებდნენ დასავლეთის ელჩების მიმართ ამ წლების განმავლობაში, წარსულშიც და საერთოდ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ თვითონ, გადააბრალონ მმართველ პარტიას", - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“. საპასუხოდ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უკვე 19 ივლისს. კელი დეგნანს მიხეილ ყაველაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა „არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის“, - აღნიშნა ელჩმა. „კითხვა დაისვა მიშა ყაველაშვილის მხრიდან და აქაც ველოდი მკაფიო პასუხს. ანუ, ძალიან მარტივი კითხვაა ხომ – ან შედგა შეხვედრა, ან არ შედგა. მე არ ვიცი და ამიტომ საინტერესო იყო ელჩისგან პასუხის მოსმენა ამასთან დაკავშირებით. მას უნდა ეთქვა, რომ ან შედგა ან არ შედგა და საზოგადოება ამას გაიგებდა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ. თან ითქვა, რომ ჭორაობაა, თან ის, რომ პასუხს არ გასცემს. ანუ, თან არც უარყო და თან ჭორაობა უწოდა თვითონ საუბარს ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიშა ყაველაშვილს, თუმცა კითხვა დაისვა და კითხვაზე საჭიროა პასუხი. ელჩს არ უთქვამს, შეხვდა თუ არ შეხვდა, რაც ცუდია, რადგან როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვები, ჩვენ არ ვიყავით მომხრე, საჯარო კითხვები დასმულიყო ასეთ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვა, ბუნებრივია, ამაზე საჭიროა საჯაროდ მკაფიოდ პასუხის გაცემა, იყო ასეთი შეხვედრა, თუ არ იყო შეხვედრა, თუმცა ამაზე პასუხი საზოგადოებამ ვერ მიიღო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს. 20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.  

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს საჯარო წერილით მიმართავენ

ამერიკის საელჩომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იფუნქციონიროს და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისა და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის , - „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, ნედ პრაისს საჯარო წერილით მიმართავენ. დიმიტრი ხუნდაძე წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება დასავლეთის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო, რამაც ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა და უსამართლობის განცდა გააჩინა. "უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ დიდი პატივისცემით, როგორც საქართველოს ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყნის, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს. მოგმართავთ სახელისუფლებო პარტიიდან ახლახან გასული სამი დეპუტატის სახელით. რადგან თქვენი განცხადება ჩვენი მისამართით იყო გაკეთებული, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მეტი სიცხადისთვის პირდაპირ გადმოგვეცა ჩვენი სათქმელი. თავდაპირველად გვსურს განვმარტოთ: როდესაც მმართველი გუნდის სამი წევრი და მაღალი თანამდებობის პირი თანამდებობებს ტოვებს, მმართველ გუნდს და საკუთარ თავზე ურთულეს მისიას იღებს, ხალხისთვის სიმართლის თქმის პრინციპით, ვფიქრობ, ეს უკვე სერიოზული პოლიტიკური გზავნილია. ჩვენი პოლიტიკური გამოცდილება და განვლილი ცხოვრება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ეს ნაბიჯი დაუფიქრებლად გადავდგათ და ვისაუბროთ იმაზე, რაზეც მტკიცებულებები არ გვაქვს. რაც უკვე ვთქვით და რასაც მომავალში ვიტყვით, გამყარებული იქნება მხოლოდ ფაქტებით. რისკი, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცეა და არ ვცვლით. უქმნის თუ არა ჩვენი ქმედება საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებს საფრთხეს? რა თქმა უნდა, არა! სწორედ დემოკრატიული ღირებულებები გვავალდებულებს, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს გამჭვირვალე და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ეფუძნებოდეს. დღევანდელმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, თუ რამდენად ვჭირდებით ერთმანეთს საქართველო და დასავლეთი. ჩვენი ურთიერთობებიც და ვალდებულებებიც ორმხრივია. ახალი პოლიტიკური კონტურები მომავალში კავკასიის მეტ პოლიტიკურ დატვირთვაზე მიუთითებს. საქართველო კი კავკასიაში წამყვანი სახელმწიფოა. მიმდინარე პროცესების ფონზე გვიჩნდება კითხვა, ხომ არ ხდება დღეს დემოკრატიული ღირებულებების გადაფასება მსოფლიოში? მართალია, ახალი გეოპოლიტიკური ვითარება ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს იმ მთავარ ღირებულებებს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა რუს ოკუპანტთან წინააღმდეგ ბრძოლაში არაერთხელ დავღვარეთ სისხლი. თუკი ახალი გეოპოლიტიკა ცვლის არა მხოლოდ ტერიტორიულ საზღვრებს, არამედ მსოფლიოს პოლიტიკურ იდეოლოგიას, მაშინ უნდა ვიცოდეთ, სად არის საქართველოს ადგილი? ან რის ფასად ვიღებთ ახალ მოცემულობას? თუკი ეს ფასი ომით უნდა გავიღოთ და ამით საქართველო სამსხვერპლოზე ავიტანოთ, მაშინ ეს რეალობა ჩვენთვის მიუღებელია. იმიტომ არა, რომ ქართველებს ომის გვეშინია და სამშობლოსთვის თავგანწირვა არ ვიცით, არამედ იმიტომ, რომ ამ გზის პერსპექტივას ვერ ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენ არასოდეს დავიწყებთ ომს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების წინააღმდეგ, ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. საერთაშორისო პარტნიორების დახმარება სწორედ ამაში გვჭირდება. სწორედ ამის გარანტად ავირჩიეთ ნატოც და ევროკავშირიც, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. მრავალწლიანმა ხანგრძლივმა მოლოდინებმა, გარკვეულწილად, იმედგაცრუება გამოიწვია ქართველ ხალხში დასავლური პოლიტიკის მიმართ, რაც საფრთხის შემცველია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ თავად დასავლეთისთვისაც. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ქართველი ხალხი. ყველასათვის ნათელია, რომ დასავლური პოლიტიკა ევროპული და ამერიკული პოლიტიკების ერთობლიობას მოიცავს და ეს უსამართლო გადაწყვეტილებაც ხალხმა ამ ერთობლივ შეთანხმებად მიიღო. მითუმეტეს, მთავარი პოლიტიკური გზავნილი ევროპიდან გაგვაცნეს, რომ უკრაინამ სტატუსი მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ომშია ჩართული. ამით ყველაფერი გასაგებია ჩვენთვის, თუ რატომ დაიჩაგრა საქართველო! სტატუსის არმინიჭება დასავლეთის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო, რამაც ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა და უსამართლობის განცდა გააჩინა. ფაქტია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს. რატომ ვსაუბრობთ გამუდმებით ომზე? ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამაზე ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები საუბრობენ. უფრო მეტიც, მათ ქვეყანაში ომის პროპაგანდა დაიწყეს და სამწუხაროდ, ამ რიტორიკას თქვენი სახელმწიფოს ელჩი საქართველოში არ გაემიჯნა. მსგავსმა რიტორიკამ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან გუშინაც გაიჟღერა. არ გვახსოვს ქალბატონი დეგნანის არც ერთი განცხადება, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოში ომის პროპაგანდისტების წინააღმდეგ. არადა, ამის ფაქტი ბევრი იყო. აღარ დავკონკრეტდებით, რადგან გვჯერა, რომ თქვენ ყველა ინფორმაციას ფლობთ. ალბათ მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ მათ საელჩოს საქართველოში ხალხი პოლიტიკურ მხარედ აღიქვამდეს. არადა, სამწუხაროდ, ასეა. განა აქვს გამართლება დიპლომატიური კორპუსის ასეთ პოლიტიზირებას? რამდენადაც ვიცით, ამერიკის საელჩომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იფუნქციონიროს და არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მათი პირადი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეს არის „შერჩევითი დიპლომატია“, რომ აღარაფერი ვთქვათ, დიპლომატიას ამოფარებულ „შერჩევით პოლიტიკაზე“. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩზე“ ?! ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დავრწმუნდებოდით მაშინ, თუკი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან განცხადება გაკეთდებოდა ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხრიდან თქვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ პირდაპირ ეთერში გაკეთებული აგრესიული, ბინძური და შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ. აი, ის იყო შეურაცხყოფა და თავდასხმა მასზე და არა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის მოთხოვნა. თუმცა, ვერც აქ და ვერც ამერიკიდან მსგავსი განცხადება ვერ მოვისმინეთ, ვერც რეალურ თავდასხმაზე და ვერც საფუძვლიან კითხვებზე. ქალბატონმა დეგნანმა ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტებს ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ წერილი ბოლომდე არც კი წაიკითხა. არა მგონია, ამერიკაში კონგრესმენის მიერ დასმულ კითხვებზე რომელიმე ქვეყნის ელჩის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ასატანი გახდეს. რაც მიუღებელია თქვენთვის, ის მიუღებელია ჩვენთვისაც! რაც ანტიდემოკრატიულია ამერიკელი ხალხისთვის, ანტიდემოკრატიულია ქართველი ხალხისთვისაც! რატომ ბიძინა ივანიშვილი? ეს კითხვა მწავავეა დღეს და კიდევ უფრო მწვავე იქნება მომავალში, თუკი ჩვენი დასავლელი მეგობრები არ აგვიხსნიან, თუ რა არის რეალური დემოკრატია. დღეს გამუდმებით გვესმის, რომ 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს სამშობლოს ეხმარებოდნენ და ამისთვის მათი მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, მადლიერი ვართ და არაერთხელ გვითქვამს მადლობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ რატომ არ უნდა ვუთხრათ მადლობა იმ პიროვნებას, ვინც ასევე მნიშვნელოვანი ქველმოქმედება გაიღო საკუთარი ქვეყნისთვის? უფრო მეტიც, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იდგა ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიის სათავეებთან და 2012 წელს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოსცილდა ქვეყანას მოძალადე ხელისუფლება, რომლის ეპიზოდური წარმატება ცალკეულ სფეროებში, მუდმივ და სისტემურ ძალადობაზე და დანაშაულზე იყო დაფუძნებული. მისი და მისი გუნდის პოლიტიკური რეაბილიტაციის მცდელობაც კი ქართულ საზოგადოებაში აგრესიას იწვევს მისი ლობისტების მიმართ. ბიძინა ივანიშვილის საკითხი საქართველოში დასავლური ღირებულებების საზომი გახდება! დაუფარავად ვაცხადებთ, რომ მისი ღირსების შეურაცხყოფა არ დარჩება არც ჩვენგან და არც საზოგადოებისაგან უპასუხოდ. ქართველმა ხალხმა წარსული ისტორიის მანძილზე ბევრჯერ დაუშვა შეცდომა ეროვნული და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ, ვერ გავუფრთხილდით მათ და ამით წააგო ქვეყანამ. აღარ ვაპირებთ ამ ისტორიული შეცდომის განმეორებას. ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ყველაფერი გაიღო და ახლა ჯერი ჩვენზეა! ამერიკის შეერთებულ შტატებთან 30-წლიანი თანამშრომლობის მაგალითი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ საუკეთესო პარტნიორობა შეგვიძლია. საქართველომ ყველაფერი გაიღო, რათა NATO-სა და ევროკავშირის ოჯახის ღირსეული წევრი გახდეს. ჩვენ ამისთვის სისხლი ბევრჯერ დავღვარეთ და უშედეგოდ კიდევ მსხვერპლის გაღებას აღარ ვაპირებთ. არ გვინდა, მუდმივად ნატოს მყარად დახურულ კარებთან ვიდგეთ და არ გვინდა ვიღებდეთ ევროპის საბჭოს ქრონიკულ დაპირებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მის დასავლურ სწრაფვას რეალური და ხელშესახები შედეგი მოჰყვეს. არ გვინდა, უცხო ქვეყნები ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ, სასამართლო გადაწყვეტილებების რევიზია საელჩოებში კეთდებოდეს, არჩეული ხელისუფლების ცვლილების წახალისება ხელოვნურად ხდებოდეს და ქართველი ხალხისთვის უზომოდ მოამაგე, უდიდეს ქველმოქმედს სანქციების შემოღებით შეურაცხყოფდნენ. ქართველმა ხალხმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე ისტორიული არჩევანი უკვე გააკეთა და ამ არჩევანს არასოდეს შეცვლის. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები გადავარჩინოთ და საქართველო იმ მოსალოდნელ საფრთხეებს ასცდეს, რაც დღეს რეალურად არსებობს ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო არენაზე," - ნათქვამია განცხადებაში.  

ნედ პრაისი: გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს

გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს, - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა „გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. აშშ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველი მეგობრების გვერდით დგას“, - წერს პრაისი "ტვიტერზე". ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.   

აშშ რუსეთისთვის, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების მსგავს შეზღუდვებს განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ კონგრესი და ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისთვის ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოებისთვის დაწესებული სანქციების ანალოგიური შეზღუდვების შემოღებას განიხილავენ.  თეთრი სახლი: რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებით შესაძლოა, უკრაინას ზიანი მიადგეს „რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას შესაძლოა, არასასურველი შედეგები მოჰყვეს. ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს უფრო მიზანმიმართული მეთოდები", - განაცხადა პრაისმა.  „ჩვენ გვესმის არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომ ისინი გულწრფელად და ღრმად შეშფოთებულნი არიან, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადება ხელს შეუშლის უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ, რა სურთ და რა შეიძლება, გააკეთონ რუსეთში“, - თქვა პრაისმა. მან ასევე დასძინა, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს. მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს „მსგავს ზომებს“, აცხადებს პრაისი.  „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.  

ნედ პრაისი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ გადაწყვეტილება

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ გადაწყვეტილება. ამის შესახებ მან ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მის მიერ 2008 წლის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არებულ პოზიციებზე, გააუქმოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება. როგორც იცით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრელა განცხადება და დაგმო ლუკაშენკოს ვიზიტი, დამატებითი დეტალებისთვის, გთხოვთ, საქართველოს მთავრობას მიმართოთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. შეგახსენებთ,  ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ნედ პრაისი: ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს

აშშ-ის განცხადებით, რუსეთი ირანულ უპილოტო თვითმფრინავებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იერიშებისთვის იყენებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ თვითმფრინავებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ ნედ პრაისმა Twitter-ზე დაწერა. მოგვიანებით, განცხადება გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც. „სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით რუსეთის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების ირანიდან შეძენის გამო. ჩვენ ახლა გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის“, - წერია განცხადებაში. აშშ აგრძელებს ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. აშშ-ის მკაფიო გზავნილია, რომ კიევზე თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებას და შტატების გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშებს მსხვერპლი მოჰყვა.  

ნედ პრაისი: მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გატარებით

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გატარებით“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიცულ ბრიფინგზე, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ნედ პრაისის თქმით, პოლარიზაცია არ უწყობს ხელს საქართველოს პოლიტიკურ მისწრაფებებს. „ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას იმ საჭირო რეფორმების გატარების მიმართულებით, რომლისკენაც ევროკომისიამ და ევროკავშირმა მოუწოდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე, ქვეყნის ევროპული მისწრაფების მიმართულებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ფიქრობთ თუ არა, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაცია ძირს უთხრის ამერიკის პოლიტიკურ ინტერესებს საქართველოში, დამატებით, ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ჟურნალისტმა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს, ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს ეს საკითხი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და მის მიერ არჩეულ გზას, რომელიც გულისხმობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპულილ მისწრაფებას. ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე და მზად ვართ, პარტნიორობა განვაგრძოთ ქართველ ხალხთან, ქართული საზოგადოებასთან და საქართველოს მთავრობასთან“, - განაცხადა ნედ პრაისმა.  

ნედ პრაისი: ზოგიერთი ქმედება და რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის დროს, პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხეს იმ ანტიამერიკულ განცხადებებზე, რომლებიც რიგ შემთხვევებში საქართველოდან ესმით სტრატეგიულ პარტნიორებს. ნედ პრაისის თქმით, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს ეს საკითხი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და მის არჩეულ გზას, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციასა და ევროკავშირისკენ სწრაფვას გულისხმობს. ნედ პრაისი: ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო, რომლებმაც მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხება ან უკუსვლა გამოიწვია ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე, ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ ქართველ ხალხთან, ქართული საზოგადოებასთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობა, როდესაც ისინი ამას ცდილობენ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

ნედ პრაისი: ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო, რომლებმაც მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხება ან უკუსვლა გამოიწვიეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის დროს, პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხეს იმ ანტიამერიკულ განცხადებებზე, რომლებიც რიგ შემთხვევებში საქართველოდან ესმით სტრატეგიულ პარტნიორებს. „ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც მოვისმინეთ საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით, მთავრობის ზოგიერთმა ქმედებამ, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან უკან დახევამ უკუსვლები გამოიწვია; მათ გამოიწვიეს უკუსვლები საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მკაფიო მისწრაფებებისთვის და უფრო ფართოდ - ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ნედ პრაისი: მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, საჭირო რეფორმების გატარებით ამ ქმედებების გამო, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან მათ ასევე გააღრმავეს პოლარიზაცია თქვენს საზოგადოებაში, ნაცვლად გაერთიანებისა ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო, პოლარიზაციის ისეთი ხარისხია, რომელიც არ არის სასარგებლო ქვეყნისთვის, ეს არ არის სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას, რათა ქვეყანამ ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად საჭირო რეფორმები განახორციელოს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ფიქრობთ თუ არა, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაცია ძირს უთხრის ამერიკის პოლიტიკურ ინტერესებს საქართველოში/რეგიონში, დამატებით, ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ჟურნალისტმა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს ეს საკითხი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და მის არჩეულ გზას, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციასა და ევროკავშირისკენ სწრაფვას გულისხმობს. ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე, ჩვენ მზად ვართ, განვაგრძოთ ქართველ ხალხთან, ქართული საზოგადოებასთან და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობა, როდესაც ისინი ამას ცდილობენ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

ნედ პრაისი: რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში. მოსკოვი მეზობლების სუვერენიტეტს ნაკლებად სცემს პატივს

ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის მეზობლებსა და სამეზობლოს. რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და მისი ჯერ კიდევ მიმდინარე, სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. „არ ვაპირებ კონკრეტულად კომენტარს რუსეთის ფედერაციის ძალისხმევაზე, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიდგომა ექნებათ ამ მოლაპარაკებების მიმართ. ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის მეზობლებსა და სამეზობლოს. რუსეთი 2008 წელს შეიჭრა საქართველოში და მისი ჯერ კიდევ მიმდინარე, სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს მეზობლების სუვერენიტეტს. ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი“, - განაცხადა პრაისმა.  

ნედ პრაისი: აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გპუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის აღიარებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა. ნედ პრაისის განმარტებით, პრიგოჟინმა ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ვაშინგტონისთვის ცნობილი არ იყო. მისივე განცხადებით, პრიგოჟინის პირდაპირი აღიარება იმ დაუსჯელობისა გამოვლინებაა, რომლითაც თაღლითები და თანამზრახველები პუტინის რეჟიმის დროს სარგებლობენ. „მოგეხსენებათ, ჩვენ ევგენი პრიგოჟინისა და მისი „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისთვის ჯერ კიდევ, 2018 წელს დავაწესეთ სანქციები. ეს სანქციები მიმართული იყო მათ შორის იმ მავნე აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც საარჩევნო პროცესში ერეოდნენ. პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა აღიარა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენ ვაჩვენეთ ეს არამხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც. პრიგოჟინის წინააღმდეგ სანქციების გარდა, ამ ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ გამოაცხადა სანქციები.ჩვენ ეს გავაკეთეთ 2021 წლის აპრილში, არამხოლოდ რუსეთის მავნე კიბერშეტევის საპასუხოდ და იმ კონტექსტში, რაც მან გაუკეთა ბატონ ნავალნის ქიმიური იარაღით თავდასხმით; რასაც ის აკეთებდა ბატონი ნავალნის მხარდამჭერების მიმართ, არამედ ჩვენს არჩევნებში მისი ჩარევის საპასუხოდ. ჩვენ იგივე გავაკეთეთ ირანის წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ, იგივე გავაკეთოთ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ან სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც შეეცდებიან, ჩაერიონ ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში“, - განაცხადა ნედ პრაისმა. „ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, ჩვენებურად, როგორც ეს ვიცით. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს მოვკვეთთ ერთდრდოულად ორივე თირკმელს და ღვიძლს“, - ნათქვამია ევგენი პრიგოჟინის განცხადებაში, რომელიც მისმა კომპანიამ 7 ნოემბერს გაავრცელა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 8 ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, ამერიკელმა ანალიტიკოსებმა არჩევნებთან დაკავშირებული ინტერნეტ-ტროლების აქტივობა აღმოაჩინეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ისინი რუსეთთან არიან დაკავშირებულნი.

ნედ პრაისმა ისაუბრა, რა არის საჭირო ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად

შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, თუმცა საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. „ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ორიენტირებული ვართ რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მათი ქმედებებისთვის, უკრაინის მხარდაჭერაზე, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსული აგრესიისგან და პრეზიდენტ პუტინის ომის შედეგების შერბილებაზე დანარჩენ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მათ სჭირდებათ თავიანთი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აღნიშნა ნედ პრაისმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვაშინგტონი მინსკს დამატებითი სანქციების შესახებ აფრთხილებს

ბელორუსის მიერ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინი ბელორუსში ჩავიდა პუტინის მტკიცებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში "აღნიშნულის პოტენციალს თუ ვიხილავთ, შესაბამისად მოვახდენთ რეაგირებას დამატებითი ზომების დასაწესებლად, რათა ლუკაშენკოს რეჟიმს პასუხი ვაგებინოთ იმისთვის, რაც არსებითად წარმოადგენს მის თანამონაწილეობას უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომში“, – განაცხადა პრაისმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნედ პრაისი: მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს, მათ შორის გაუწიოს ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობა, როგორც ეს რეკომენდებულია სახალხო დამცველის დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების მიერ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა და საჭირო სამედიცინო მომსახურება უნდა უზრუნველყოს. „რა თქმა უნდა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მიიღოს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მას შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით და ამერიკელი ექიმების რეკომენდაციასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო.  8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ვინ შეცვლის ფილიპ რიკერს და გაუქმდება თუ არა კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე მთავარი მრჩევლის თანამდებობა - ნედ პრაისის პასუხი

ვინ შეცვლის ფილიპ რიკერს კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებზე სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე და ხომ არ გაუქმდება ეს თანამდებობა, ამ შეკითხვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ნედ პრაისს ჟურნალისტებმა. ნედ პრაისმა უპასუხა, რომ „ფილიპ რიკერი საბედნიეროდ, ჯერ კიდევ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელია, სულ მცირე, კიდევ 24 საათის განმავლობაში“.„მისი წასვლის შემდეგ, ეს არის საკითხი, რომელიც კვლავაც მიიქცევს ამ შენობაში უმაღლესი დონის პირების ყურადღებას. მოგეხსენებათ, ამ პროცესში პირადად არის ჩართული მდივანი ბლინკენი. მისი პირადი წვლილით შეიკრიბნენ ლიდერები - მისი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ისინი რეგულარულად მართვდნენ საუბრებს. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მას ექნება შესაძლებლობა, ხელახლა დაუკავშირდეს ტელეფონით თავის კოლეგებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. ჩვენი მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი ასევე წამყვან როლს თამაშობს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. ნედ პრაისი: ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს ჩვენს მიზანს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რაც შეეხება რიკერის პოზიციის შესაძლო გაუქმებაზე დასმულ შეკითხვას, პრაისმა უპასუხა, რომ დამატებით ვერაფერს იტყვის. „მაგრამ როცა საქმე პოლიტიკას ეხება, და ეს არის ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე... ეს არანაირად არ ამცირებს ჩვენს ვალდებულებას, ხელი შვუწყოთ უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა.  

ნედ პრაისმა „ზავზე“ პუტინის განცხადება ერთი სიტყვით აღწერა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ცინიკური უწოდა. ნედ პრაისს სახელწმიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ჰკითხეს, სკეპტიკურად უყურებს თუ არა აშშ რუსეთის ამ განზრახვას. „არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს ამ ქმედებას და ეს არის სიტყვა „ცინიკური“, რადგან ეს ხდება რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მოსკოვმა საახალწლოდ განახორციელა თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ცენტრებზე. ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ რუსები შეეცდებიან, ბრძოლაში ნებისმიერი დროებითი პაუზა დასვენებისთვის, გადაწყობისთვის, გადაჯგუფებისთვის და საბოლოოდ, ხელახალი შეტევისთვის გამოიყენონ“, - განაცხადა ნედ პრაისმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

ნედ პრაისის თქმით, სოლედარში რუსეთის მცირე წინსვლა მოსკოვის სტრატეგიულ მარცხს ვერ შეცვლის

რუსეთის ნებისმიერი მცირე მიღწევა სოლედარში, ომში ვითარებას ვერ შეცვლის, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრაისის თქმით, ვერცერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის „სტრატეგიული მარცხს“, რომელიც რუსეთის არმიამ ომის პირველივე დღეებიდან განიცადა.  მანამდე უკრაინამ უარყო რუსეთის მტკიცება, რომ სოლედარი რუსულმა ჯარმა მთლიანად დაიკავა. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის სერჰი ჩერევატის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ ქალაქში იმყოფებიან. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.

ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. "გვაქვს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტზე და ღრმად გვაშფოთებს მისი შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას], - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფ „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომლის სახელწოდებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ხალხის ძალის განმარტებით, კანონპროექტი „საუკეთესო დასავლურ“ პრაქტიკას და ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 14 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი. „ერთი თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ საგაზაფხულო სესიის დასაწყისისთვის დავაინიცირებდით კანონპროექტს, რომელიც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხებოდა. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა დასრულდა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ . აღნიშნული კანონპროექტი, ძირითადად, შედგენილია აშშ -ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით. ამ ნორმატიული აქტის პროექტში ასევე გათვალისწინებულია სხვა დემოკრატიული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. მიგვაჩნია, რომ საჯაროობის, გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია, ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში. სწორედ ამიტომ, „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთანავე, ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან. აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ინფორმირების ხარისხს, რაც დაეხმარება ხალხს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. ასევე გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დააინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც მედიასივრცეში სიცრუისა და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას უზრუნველყოფს. „შეგახსენებთ, ჩვენ, პრაქტიკულად, დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მედიასივრცეში სიცრუისა და უხამსობის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. აღნიშნულ კანონპროექტსაც უახლოეს დღეებში დავაინიცირებთ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. „მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება.

ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე“: მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. საუბარია „უცხოური გავლენის აგენტის“ თაობაზე, „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისს ჟურნალისტმა ჰკითხა, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისსა და ვაშინგტონს შორის, რაზეც ნედ პრაისმა უპასუხა, რომ როგორც 16 თებერვალს აღნიშნა, ამ კანონპროექტის შესახებ ინფორმირებულნი არიან და არსებული შეშფოთება საქართველოს მთავრობასაც არაერთხელ გაუზიარეს. „ასეთი კანონი მოახდენს სტიგმატიზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რომელიც ქართველმა ხალხმა ასე ნათლად არაერთხელ  გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში“. ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA), აშკარად მცდარია. „მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას], - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.

სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ რუსეთმა აშშ-ს დიპლომატიური ნოტა გადასცა

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსეთმა აშშ-ს ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გადასცა New START-დან, ბირთვული იარაღის შემცირების ძირითადი შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. სპიკერ ნედ პრაისის თქმით, ამ დიპლომატიურმა ნოტამ არაფერს შეიცავს ისეთს, რაც ვაშინგტონისთვის აქამდე არ ყოფილა ცნობილი. პრაისმა რუსეთის გადაწყვეტილებას ხელშეკრულების ცალმხრივად შეჩერების შესახებ „სამწუხარო“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდა. პრაისმა ასევე განაცხადა, რომ აშშ კვლავ იცავს ხელშეკრულებას. „თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთი დგამს ნაბიჯებს, რომლებიც მოითხოვს რაიმე სახის ცვლილებას ჩვენს პოზიციაში ან მიდგომაში, ჩვენ შევიტანთ შესაბამის კორექტივებს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ბირთვული იარაღის კონტროლის ძირითადი ხელშეკრულების თანახმად, როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე რუსეთს უფლება აქვთ, განახორციელონ ინსპექტირება, თუმცა ეს პროცესი შეჩერებული იყო 2020 წლიდან, Covid-19 პანდემიის გამო.  

ნედ პრაისი: ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. სპიკერმა ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ხსენებული კანონპროექტის წარდგენის გამო, რადგან ასეთი კანონი მოახდენს სტიგმატიაზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელი ხმებს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. მისივე განმარტებით, ეს წუხილები აშშ-ის მხრიდან გამოითქვა როგორც საჯაროდ, ისე კერძო საუბრებში. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გამოთქვეს შეშფოთება საქართელოს პარტნიორებმა, მათ შორის გაერომ და სხვა ორგანიზაციებმა, ასევე, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. „ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი თანამიმდევრული შეშფოთება ამასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ კანონის მიღების პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენ ვრჩებით ღრმად შეწუხებული, ვინაიდან უცხოეთის აგენტების კანონპროექტი სტიგმატიზებას გაუკეთებს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ერთგულად ცდილობს უკეთესი ქვეყნის შენებას თავისი თანამოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის შესაძლო შედეგებზე სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში. ჩვენი სათქმელი მარტივია და ამას ვიმეორებთ საჯაროდ და ასევე გადავეცით პირადადაც. ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე“. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. „ჩვენი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” მოითხოვს ხალხისგან, რომლებიც უცხოეთის მთავრობების აგენტები არიან, რომ ასეთებად დარეგისტრიდნენ. ჩვენი კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. FARA ძალიან ვიწროა, შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა. ნედ პრაისმა მესამე განცხადება გააკეთა ამ თემაზე, თუმცა ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.  

ნედ პრაისის თქმით, აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას, შეკრების უფლებას

აშშ ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე პროცესებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. მისი თქმით, დეპარტამენტისთვის ცნობილია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ. ნედ პრაისის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მოუსმინოს ქართველ ხალხს. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მოუსმენს ქართველ ხალხს „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო საათებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვნახეთ ცნობები, რომლებიც თბილისიდან მოდიოდა. ჩვენ ასევე ვნახეთ ცნობები, რომ მომიტინგეებს დაუპირისპირდნენ ცრემლმდენი გაზით და სხვა საშუალებებით, რათა ჩაეხშოთ პროტესტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი, ისევე, როგორც მსოფლიოს გარშემო ხალხებისა და ხელისუფლებებისადმი არის ის, რომ აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას - შეკრების უფლებას, რათა მათი ხმა გაგონილი იყოს; თავისუფლად ილაპარაკონ; რომ ანგარიშვალდებულება დააკისრონ მათ მთავრობებს. საქართველოში გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ეს უფლება მშვიდობიანად გამოიყენონ. ეს არის უფლება, რომელიც საქართველოს ხალხს და მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყნის ხალხებს აქვთ”, - აღნიშნა ნედ პრაისმა.  

ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, განაგრძოს ქართველ ხალხთან პარტნიორობა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უკვე მეოთხე განცხადება გაკეთდა საქართველოს პარლამენტში უკვე პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, ხსენებული კანონპროექტის მიღება უზარმაზარი უკუსვლა იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ეს კანონპროექტი შეაფერხებს აშშ-ის უნარს, იყოს ქართველი ხალხის პარტნიორი. ნედ პრაისის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მოუსმინოს ქართველ ხალხს. ნედ პრაისმა ასევე განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებს დაარტყამს, რომლებიც ცენტრალურია საქართველოს ხალხის მისწრაფებებისთვის. „ღრმად შეწუხებულები ვართ. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენგან ხშირად გაგიგიათ ამ გრძნობის შესახებ. და, ღრმა შეწუხების გრძნობაა ამ კანონონპროექტის შესაძლო გავლენების გამო. ეს კანონპროექტი ყველაზე ფუნდამენტურ უფლებებს დაარტყამს, რომლებიც ცენტრალურია საქართველოს ხალხის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, უფრო ნათელი მომავლისთვის. ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ ხმებს გააჩუმებს და მათ სტიგმატიზაციას მოახდენს, საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც მეტი არაფრის გაკეთება სურთ, ვიდრე ერთად მუშაობა, რათა უფრო ნათელი მომავალი შექმნან. მომავალი, რომელიც ევროპასთან ინტეგრირებულია, დემოკრატიულია, თავისუფალია, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანაა. ასე ღრმად ვართ შეშფოთებულები იმის გამო, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება, ამას ჰქონდეს ქართველი ხალხისთვის, მაგრამ იმიტომაც, რომ აშშ საქართველოს პარტნიორია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მას შემდეგ რაც საქართველოს მისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, აშშ მაშინვე მის გვერდით იყო, მხარს უჭერდა ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ წლებში ეს მისწრაფებები, ზოგიერთ შემთხვევაში, მეტი არაფერი იყო, ვიდრე იდეა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მუშაობდა ამ მისწრაფებების განხორციელებაზე, უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს დემოკრატიად ჩამოყალიბებაში, რომლისკენაც ამ ადრეული წლებიდან იღწვოდნენ; მიაღწიეს უზარმაზარ პროგრესს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციასა და დარწმუნებაში, რომ საქართველო ამ გზაზე რჩება. თუმცა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც უზარმაზარი უკან დახევა იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებებისთვის. უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, განაგრძოს ქართველი ხალხის პარტნიორობა. ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საფრთხის შექმნაზე. ჩვენ არ გვინდა ამის ხილვა. ეს არ სურთ საქართველოს სხვა პარტნიორებსაც, ევროკავშირს, გაეროს და რაც მთავარია, ეს არ სურთ ქართველ ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას. ყველა მათგანმა მკაცრი განცხადება გააკეთა ამ კანოპროექტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე.

ნედ პრაისი: გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნებისმიერს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის საყოველთაო უფლებების შეზღუდვაზე

„გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ადგილზე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის საყოველთაო უფლებების შეზღუდვაზე“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც შეკითხვა დაუსვეს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე.   „როგორც იცით, არ ვსაუბრობთ კონკრეტულ პირებსა და სუბიექტებზე, რომლებიც შესაძლოა, აშშ-ის სანქციების სამიზნენი გახდნენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნებისმიერ პირს ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უნივერსალური უფლების დარღვევაზე. არსებობს იურისდიქცია, რომელიც გაწერილია სხვადასხვა კანონსა და აღმასრულებელ განკარგულებებში, რომლებსაც ამ კონტექსტში, როგორც ნებისმიერ სხვა კონტექსტში ახლოდან დავაკვირდებით, რომ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმას, თუ რას ელის და იმსახურებს ქართველი ხალხი მათი უნივერსალური უფლებების მხრივ”, - განაცხადა პრაისმა. როდესაც ამბობთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან, არის თუ არა რაიმე აშკარა მაგალითი, რომელიც აჩვენებს, რას გულისხმობთ? და ასევე, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მისწრაფებებს და ევროინტეგრაციას, გადაკვეთა თუ არა ზღვარი დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ? - ამ შეკითხვით მიმართა ჟურნალისტმა ნედ პრაისს. „მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო მაგალითი არის კონტრმაგალითი. ეს არის იმ ტიპის პარტნიორობის მაგალითი, რომელიც შეიძლება, შეერთებული შტატების მთავრობას ჰქონდეს იმ ადამიანებთან და ქვეყნებთან, რომლებიც ისწრაფვიან, გააგრძელონ დემოკრატიის, დემოკრატიული რეფორმების, ევროპისა და უფრო ფართო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების პარტნიორობა საქართველოსთან, საუკეთესო კონტრმაგალითია და თუ გსურთ ნახოთ, როგორი შეიძლება, რომ იყოს ეს პარტნიორობა, ვართ რა შეშფოთებულნი, ეს პარტნიორობა შეიძლება - ნაწილობრივ მაინც - საფრთხის ქვეშ დადგეს, თუ ასეთი კანონი წინ წაიწევს. საბოლოო ჯამში, ეს იქნება ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მოუსმენს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი მკაფიოდ საუბრობს. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი ეს მკაფიო ხმები, ხმამაღალი ხმები დახშულია ცრემლმდენი გაზით, შეკრების თავისუფლების მშვიდობიანად განხორციელების მცდელობების ჩახშობის ძალისხმევით. ეს ჩვენთვის შემაშფოთებელია. მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობებმა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ მოუსმინოს თავის ხალხს“, - უპასუხა ნედ პრაისმა. ამავე პრესკონფერენციიდან გაეცანით ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, განაგრძოს ქართველ ხალხთან პარტნიორობა ნედ პრაისის თქმით, აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას, შეკრების უფლებას პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.  კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 6 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა.  პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.  ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.

ნედ პრაისი: კრემლისგან შთაგონებული ამ კანონპროექტების წინ წაწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის მკაფიო სურვილთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წაწევა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან.  „როგორც გუშინ, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი ქმედებები და პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და საქართველოს დემოკრატიულ ფასეულობებს. როგორც ამ დღეებში ვთქვით, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ ცოტა ხნის წინ წარდგენილი „უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტით, რომელიც თუ საბოლოოდ გახდება კანონი, მოახდენს სტიგმატიზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც მათ საზოგადოებაში უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობენ. კრემლისგან შთაგონებული ამ კანონპროექტების წინ წაწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ნათელ სურვილთან. გვჯერა, რომ ამ კანონების გაგრძელება დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს შეუქმნის მის ევროატლანტიკურ მომავალს. ეს სურვილები ქართველი ხალხის მისწრაფებების გულშია, პროექტია, რომელსაც ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულების განმავლობაში მიჰყვებოდა. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს ევროპასა და ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციას სურს - ეს ყველაფერი ნაწილია იმ დებატების კონტექსტში, რომლებიც ახლა თბილისში მიმდინარეობს”, - განაცხადა ნედ პრაისმა. აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა ხელისუფლება მსოფლიოს მასშტაბით, ასახავს მათი ხალხის მისწრაფებებს. ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის და მისი მისწრაფებების გვერდით დგას. „რაც ეხება იმას, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხარს ვუჭერთ მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეების მიერ მათი უნივერსალური უფლებების გამოყენებას. შეკრების თავისუფლება უნივერსალური უფლებაა, მშვიდობიანი პროტესტი უნივერსალური უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური უფლებაა. ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს მის უნივერსალურ უფლებებს. რაც ეხება ამ კანონპროექტებს, ეს საბოლოო ჯამში ქართველი ხელისუფლებისადმი კითხვაა. ამაზე ჩვენი შეხედულებები ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ, როგორც საქართველოს პარტნიორმა ათწლეულების განმავლობაში. გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ შეგვეძლოს ამის გაგრძელება. აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებისა და ორგანიზაციების რიცხვია, რომელიც ამ შეშფოთებას იზიარებს. გაგვიგია ევროკავშირისგან, გაეროსგან, მაგრამ ხმები, რომლებსაც ყველაზე საყურადღებოა, წუხილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან და დამოუკიდებელი აქტორებისგან, რომლებიც ლოგიკურად შეშფოთებულები არიან, რომ ამ კანონების მიღება და რატიფიცირება შეზღუდავს და ხელს შეუშლის მათ შესაძლებლობას, გამოიყენონ ის ფუნდამენტური უნივერსალური უფლებები, რომლებსაც აქვთ ადგილი ამ პროტესტებზე”, - განაცხადა ნედ პრაისმა. გუშინდელი ბრიფინგიდან ნახეთ ნედ პრაისი: გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნებისმიერს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის საყოველთაო უფლებების შეზღუდვაზე

ნედ პრაისი: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი ქმედებები

აშშ მოუწოდებს ყველა მხარეს საქართველოში, თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი ქმედებები. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წაწევა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან.  „როგორც გუშინ, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ახლოდან დაკვირვებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებებს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი ქმედებები და პატივი სცენ კანონის უზენაესობასა და საქართველოს დემოკრატიულ ფასეულობებს. როგორც ამ დღეებში ვთქვით, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ ცოტა ხნის წინ წარდგენილი „უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტით, რომელიც თუ საბოლოოდ გახდება კანონი, მოახდენს სტიგმატიზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომელიც მათ საზოგადოებაში უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობენ. კრემლისგან შთაგონებული ამ კანონპროექტების წინ წაწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების ნათელ სურვილთან. გვჯერა, რომ ამ კანონების გაგრძელება დააზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და საფრთხეს შეუქმნის მის ევროატლანტიკურ მომავალს. ეს სურვილები ქართველი ხალხის მისწრაფებების გულშია, პროექტია, რომელსაც ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ათწლეულების განმავლობაში მიჰყვებოდა. აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს ევროპასა და ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციას სურს - ეს ყველაფერი ნაწილია იმ დებატების კონტექსტში, რომლებიც ახლა თბილისში მიმდინარეობს”, - განაცხადა ნედ პრაისმა. აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა ხელისუფლება მსოფლიოს მასშტაბით, ასახავს მათი ხალხის მისწრაფებებს. ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის და მისი მისწრაფებების გვერდით დგას. „რაც ეხება იმას, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხარს ვუჭერთ მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეების მიერ მათი უნივერსალური უფლებების გამოყენებას. შეკრების თავისუფლება უნივერსალური უფლებაა, მშვიდობიანი პროტესტი უნივერსალური უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური უფლებაა. ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს მის უნივერსალურ უფლებებს. რაც ეხება ამ კანონპროექტებს, ეს საბოლოო ჯამში ქართველი ხელისუფლებისადმი კითხვაა. ამაზე ჩვენი შეხედულებები ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ, როგორც საქართველოს პარტნიორმა ათწლეულების განმავლობაში. გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ შეგვეძლოს ამის გაგრძელება. აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებისა და ორგანიზაციების რიცხვია, რომელიც ამ შეშფოთებას იზიარებს. გაგვიგია ევროკავშირისგან, გაეროსგან, მაგრამ ხმები, რომლებსაც ყველაზე საყურადღებოა, წუხილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან და დამოუკიდებელი აქტორებისგან, რომლებიც ლოგიკურად შეშფოთებულები არიან, რომ ამ კანონების მიღება და რატიფიცირება შეზღუდავს და ხელს შეუშლის მათ შესაძლებლობას, გამოიყენონ ის ფუნდამენტური უნივერსალური უფლებები, რომლებსაც აქვთ ადგილი ამ პროტესტებზე”, - განაცხადა ნედ პრაისმა. გუშინდელი ბრიფინგიდან ნახეთ ნედ პრაისი: გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ ნებისმიერს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის საყოველთაო უფლებების შეზღუდვაზე

ნედ პრაისი: ჩვენ ვართ პარტნიორი, რომელიც დაეხმარა საქართველოს, გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ ამის გაგრძელება შეგვეძლოს

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ, ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის და მისი მისწრაფებების გვერდით დგას. აშშ იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა ხელისუფლება მსოფლიოს მასშტაბით, ასახავს მათი ხალხის მისწრაფებებს.  „რაც ეხება იმას, რასაც ახლა ვხედავთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მხარს ვუჭერთ მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეების მიერ მათი უნივერსალური უფლებების გამოყენებას. შეკრების თავისუფლება უნივერსალური უფლებაა, მშვიდობიანი პროტესტი უნივერსალური უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური უფლებაა. ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს მის უნივერსალურ უფლებებს. რაც ეხება ამ კანონპროექტებს, ეს საბოლოო ჯამში ქართველი ხელისუფლებისადმი კითხვაა. ამაზე ჩვენი შეხედულებები ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ, როგორც საქართველოს პარტნიორმა ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ ვართ პარტნიორი, რომელიც დაეხმარა საქართველოს, მისულიყო ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობიდან დემოკრატიის კონსოლიდირებამდე - გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ ამის გაგრძელება შეგვეძლოს. აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებისა და ორგანიზაციების რიცხვია, რომელიც ამ შეშფოთებას იზიარებს. გაგვიგია ევროკავშირისგან, გაეროსგან, მაგრამ ხმები, რომლებსაც ყველაზე საყურადღებოა, წუხილია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისგან და დამოუკიდებელი აქტორებისგან, რომლებიც ლოგიკურად შეშფოთებულები არიან, რომ ამ კანონების მიღება და რატიფიცირება შეზღუდავს და ხელს შეუშლის მათ შესაძლებლობას, გამოიყენონ ის ფუნდამენტური უნივერსალური უფლებები, რომლებსაც აქვთ ადგილი ამ პროტესტებზე”, - განაცხადა ნედ პრაისმა.  

ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტში ახალ პოზიციაზე გადაინაცვლებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი თანამდებობას დატოვებს და უშუალოდ, მდივან ენტონი ბლინკენთან განაგრძობს მუშაობას. ბლინკენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის პირადად სარგებლობდა სპიკერ პრაისის რჩევებით. ამასთან, აღნიშან, რომ ნედ პრაისი დაეხმარა აშშ-ის მთავრობას პრესის თავისუფლების დაცვასა და პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში და შექმნა გამჭვირვალობისა და ღიაობის მოდელი, რომელსაც შტატები მხარს უჭერს სხვა ქვეყნებში. „მიმდინარე თვეში ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის პოსტს დატოვებს. ნედმა პრაისმა სპიკერის თანამდებობა 2021 წლის 20 იანვარს დაიკავა. ახალი პოზიციის დაკავებიდან რამდენიმე დღეში მან დეპარტამენტში ყოველდღიური ბრიფინგების ტრადიცია დაიწყო, რამაც ჟურნალისტებს მისცა შესაძლებლობა, რეგულარულად დაესვათ რთული კითხვები ჩვენი პოლიტიკის შესახებ. მას შემდეგ ჩატარებული 200-ზე მეტი ბრიფინგის განმავლობაში, ის პატივისცემით ეპყრობოდა ჟურნალისტებს - ისევე როგორც კოლეგებს და ყველას, ვისთანაც ურთიერთობდა.ნედი დაეხმარა აშშ-ის მთავრობას პრესის თავისუფლების დაცვასა და პოპულარიზაციაში მთელ მსოფლიოში და შექმნა გამჭვირვალობისა და ღიაობის მოდელი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა ქვეყნებში. მისი წვლილი დეპარტამენტს მომავალშიც მოუტანს სარგებელს. პირადად მე, მუდმივად ვსარგებლობდი  მისი რჩევით, ისევე როგორც დეპარტამენტის მრავალი წევრი. საბედნიეროდ, მე შევძლებ ამის გაგრძელებას, რადგან ნედი გააგრძელებს სამსახურს და უშუალოდ ჩემთან იმუშავებს.ხალხისთვის ამერიკასა და მთელ მსოფლიოში, ნედ პრაისი ხშირად იყო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სახე და ხმა. თავის მოვალეობას არაჩვეულებრივი პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ასრულებდა. დეპარტამენტის სახელით მადლობას ვუხდი ნედს მისი შესანიშნავი სამსახურისთვის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  

ნედ პრაისი: ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მათი არჩევანია უსაფრთხო, დემოკრატიული, წარმატებული საქართველო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ თბილისში განვითარებულ პროცესებს. პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია და აშშ მხარს უჭერს მათ ამ მისწრაფებას. „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, უკვე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქართველი ხალხი მკაფიოდ აფიქსირებს, რომ მათი სურვილია, მიაღწიონ დემოკრატიულ, აყვავებულ საქართველოს, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეშია ინტეგრირებული. „აშშ გააგრძელებს პარტნიორობას ამ მისწრაფებების მიმართულებით“, - აღნიშნა პრაისმა. გუშინდელი ბრიფინგიდან ნედ პრაისი: ჩვენ ვართ პარტნიორი, რომელიც დაეხმარა საქართველოს, გვსურს, ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ ამის გაგრძელება შეგვეძლოს  

ნედ პრაისმა პრესსპიკერის რანგში ბოლო ბრიფინგი ჩაატარა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ამ რანგში ბოლო ბრიფინგი ჩაატარა. ამის შესახებ ნედ პრაისი Twitter-ზე წერს. „მადლობა ჩემს კოლეგებს გუნდური მუშაობისთვის და ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველდღიურად სვამენ რთულ და აუცილებელ შეკითხვებს. მადლობელი ვარ, რომ მქონდა ეს შესაძლებლობა“, - წერს ნედ პრაისი. ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტში ახალ პოზიციაზე გადაინაცვლებს. კონკრეტული პოზიცია და მისი შემცვლელის ვინაობაც მოგვიანებით გასაჯაროვდება. ცნობილია, რომ ნედ პრაისი უშუალოდ სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან განაგრძობს მუშაობას.